NATO და საქართველო

საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

27 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს იქნება აპატურაის მეორე ვიზიტი საქართველოში, რაც ადასტურებს ალიანსის  პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მისი თქმით, ამ ვიზიტის დროს განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას და ნატო-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერაისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

9-10 ნოემბერს დაგეგმილია ნატო-ს გენერალურ მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში.  მასთან ერთად თბილისს ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა.

 

კომენტარები