რუსეთის ჯაშუშები

გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ჯაშუშები დააკავეს

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ დააკავა ქალი და მამაკაცი, რომელთაც ოცი წლის განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას დაკავების შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს. ჯაშუშები ცენტრალურ გერმანიაში, მარბურგში და ბალინგენში დააკავეს. ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის. ფედერალური პოლიცია მაშინ შევიდა სახლში როდესაც ქალი რადიოსიგნალების საშალუალებით ახალ დავალებას იღებდა.  პოლიციამ ბრალდებულებს ყალბი ავსტრიული პასპორტები ჩამოართვა. დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთი ჯაშუში ანდრეასი არგენტინაში იყო დაბადებული, მეორე, ჰეიდრუნი კი პერუში. თუმცა ეს ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა.

პოლიციის განცხადებით, ორივე ჯაშუში საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ცხოვრობდა გერმანიაში და მუშაობდნენ ჯერ საბჭოთა კავშირის, ახლა კი რუსეთის სასარგებლოდ. პოლიციამ წყვილზე თვალის მიდევნება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ში ჯაშუშთა ჯგუფი დააკავეს. 

კომენტარები