თბილისი ჯაზ-ფესტივალის გახსნამდე დარჩა 6 დღე.
რიგით მე- 14-ე ჯაზ-ფესტივალი 27-დან 30 ოქტომბრამდე გასტანს.
ფესტივალის პირველ დღეს ფილარმონიის სცენა თამაზ (თათუზა) ყურაშვილს დაეთმობა, ჯაზ-კვარტეტთან ერთად.
ცნობილი ქართველი ჯაზური კომპოზიციების ვირტუოზის, თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გასულ თებერვალში გაიხსნა, ეს არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც საქართველოში ჯაზის სფეროს წარმომადგენელს მიეძღვნა.
4 დღის განმავლობაში საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა მოისმინოს: „Cachet Fusion” feat. Sonny Emory.
გრემის მფლობელი დრამერი, სონი ემორი უკრავდა ისეთ მუსიკოსებთან და ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა: Earth, Wind and Fire, Bette Midler, ლი რიტერუნი, ჯენიფერ ლოპესი, სტილი დანი, სტენლი კლარკი, ელ ჯერო, დევიდ სენბორნი, რიანა და სხვა.
სონი ემორი, ისააკ ვესტი, კრის ჰარისი, ბრაიან ლოპესი და რენდი ჰოქსტერი, „Cachet Fusion”-ის კონცერტზე დასწრება, მსურველებს 27 ოქტომბერს, Event Hall-ში შეეძლებათ.
29 ოქტომბერს საზოგადოების წინაშე ლარი კორიელი წარდგება ტრიოსთან ერთად.
კორიელი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ერიკ კლეპტონი, ჯიმი ჰენდრიქსი, პაკო დე ლუსია, პეტ მეთენი, ალ დი მოელა და სხვა.
ცნობილი გიტარისტი ლარი კორელი კონცერტს ლარი გრეისთან (ბასი) და პოლ ვერტიკო (დრამი) გამართავს.
თბილისის 14-ე ჯაზ ფესტივალს 30 ოქტომბერს, 4 გრემის მფლობელი, ერიკა ბადუ დახურავს.
ბადუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 90 წუთიან კონცერტს ჩაატარებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ tbilisijazz.com