ჯაზი თბილისში

ალექს ჰანისა და დინი ვირსალაძის კონცერტი

ოქტომბერს 21 საათზე  მაგთი კლუბში ალექს ჰანის და დინი ვირსალაძის კონცერტი გაიმართება. ალექს ჰანი თანამედროვეობის ერთ-ერთ უნიჭიერეს საქსოფონისტად ითვლება. 22 წლის მუსიკოსს ჰერბი ჰენკოკთან, ჯორჯ დიუკთან, ჯორჯ ბენსონთან და სხვა არაერთ ლეგენდარულ ჯაზმენთან ერთად შეუსრულებია კომპოზიციები.  2008 წელს მან მუსიკალური ტურნე დაიწყო ორგზის გრემის ლაურეატ მარკუს მილერთან ერთად რომელიც შემდეგ წელსაც წარმატებით გააგრძელა.

დინარა(დინი) ვირსალაძე თბილისში დაიბადა. ძალიან მოკლე პერიოდში დინიმ შეძლო მიეპყრო მრავალი ჯაზ-ფანისა და პროფესიონალ მუსიკოსთა ყურადღება. მას პირველ ქალბატონ - ჯაზ მუსიკოსად მიიჩნევენ, რომელმაც ქართული ჯაზური მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.  2003 წლიდან ის თბილისის მუნიციპალიტეტის საკონცერტო ორკესტრთან (ბიგ-ბენდთან) თანამშრომლობს. 

კომენტარები