ჯაზი თბილისში

ხვალ ალექს ჰანის და დინი ვირსალაძის კონცერტი გაიმართება

ოქტომბერს, 21 საათზე მაგთი კლუბში დინი ვირსალაძე, საკუთარ ბენდთან და ამერიკელ საქსოფონისტ ალექს ჰანთან ერთად კონცერტს გამართავს.  ალექს ჰანი საღამოზე დინი ვირსალაძის კომპოზიციებს შეასრულებს, უპრეცედენტო პროექტი მაილს დევისს ეძღვნება.
პროექტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილში შესრულდება დინი ვირსალაძის კომპოზიციები, ხოლო მეორე ნაწილი მთლიანად იმპროვიზაციებს დაეთმობა მაილს დევისის თემებზე.

ახალგაზრდა ჯაზმენი ალექს ჰანი საქართველოს მესამედ სტუმრობს, პირველად ამერიკელმა საქსოფონისტმა საქართველოში 2008 წელს, შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დაუკრა, სადაც იგი მარკუს მილერთან და ქრიშჩენ სკოტთან ერთად წარდგა პუბლიკის წინაშე.
2009 წელს ჰანი იმავე შემადგენლობით თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალზე გამოვიდა.
2011 წლის ვიზიტი საქართველოში 16 ოქტომბერს, კონცერტის შემდეგ დასრულდება. 

კომენტარები