20 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართული კინოტერმინოლოგიის შემუშავების პროექტის ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
კინოტერმინოლოგიის კვლევისა და ქართულენოვანი შესატყვისების შემუშავების პროექტს კინოორგანიზაცია „G.F.M filmbridge” ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ნოშრე ჩხაიძემ, ტაბულასთან საუბრისას განაცხადა რომ ლექსიკონზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე უმეტესწილად ინგლისურენოვანი, ასევე ფრანგული და გერმანული 10 000-ამდე კინო-ტერმინი მოიძიეს და გამოიკვლიეს. შემდეგ ტერმინები 14 ძირითად ჯგუფად დაყვეს(სარეჟისორო, საოპერატორო და ა.შ) და ქართული შესატყვისები მოუძებნეს. ავტორის განცხადებით ლექსიკონი მიზნად ისახავს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ახალი ქართული კინოტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას . ეს ხელს შეუწყობს კინოს სფეროში კვლევისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას, ასევე გამარტივდება თანამშრომლობა კინოპროფესიონალებს შორის.
საიტზე www. glossary.isi.ac.ge-ზე უკვე განთავსებულია ტერმინოლოგიის სამუშაო ვერსია, სულ 4000-ამდე სიტყვა, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ახლა მიმდინარეობს პროექტის დასკვნითი სამთვიანი ნაწილი, მისი განხილვა. სადაც ენათმეცნიერების ინსტიტუტი ჩაერთვება და საბოლოო სახეს მიიღებს ლექსიკონი რის შემდეგაც ის წიგნის სახით გამოიცემა.