#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/saqartvelochreze.png##fbimage#
კულტურისა და ძელგთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ და საქართველოს პარლამეტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა საზოგადოებას „ჩერქეზთა კულტურული ცენტრის“ მნიშვნელობა გააცნეს.
კულტურის ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებით შეიქმნა, რომელსაც ხელი 2011 წლის 12 ოქტომბერს მოეწერა. ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ ბინა კულტურის სამინისტროში დაიდო. ნიკოლოზ რურუას განცხადებით ყოველივე ეს მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ, როგორც თავისუფლებისაკენ მებრძოლმა ქვეყანამ ძმური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მეზობელ, მეგობარ ერებს.
დღეიდან „ჩერქეზთა კულტურული ცენტრი“ იქნება ჩვენი და მეზობელი ერების, ჩერქეზების და არა მხოლოდ ჩერქეზების, არამედ სხვა კავკასიელი ერების დამეგობრების ადგილი, განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.




