ალექსანდრ პეინის ახალი ფილმის რიგით მეორე ტრეილერი გამოვიდა. ”შთამომავლები” ასე ქვია რეჟისორის ახალ ნამუშევარს, რომელიც გულგრილი მეუღლისა და ორი შვილის მამის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი აღწერს სასაცილო და ამავე დროს სევდიან ამბავს . მასში მთავარ როლს ჯორჯ კლუნი თამაშობს. ალექსანდრ პეინის ოსკარი აქვს მინიჭებული სცენარისთვის, რომელიც დაწერა საკუთარი ფილმისთვის ”გზის განაპირას” . ”შთამომავლები” 2012 წლის ოსკარის დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.
tbl.ge/xt1
დაკოპირდა




