ქართული მხატვრობა საზღვარგარეთ

ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა NY-ში

ირაკლი ბლუიშვილი
ნიუ იორკში, ჩელსიში, გალერეა Art Bazaar-ში ქართველი მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე 30-მდე ფერწერული ტილო გამოიფინება. - ეს არ არის თემატური გამოფენა. ორგანიზატორებმა სრული თავისუფლება მომცეს და ამიტომაც შევქმენი  პოზიტიური განწყობისა და ნათელი ფერებით შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენას სახელწოდებისთვის  კი ”Beatles” ცნობილ სიმღერას დავესესხე და  Come Together ვუწოდე” - ამბობს მხატვარი.

გამოფენა 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები