თბილისის ტრანსპორტი

თბილისის მერია მოსახლეობას 5-ლარიან სატრანსპორტო ვაუჩერს სთავაზობს

თბილისელები მერიისაგან ხუთლარიან სატრანსპორტო ვაუჩერს მიიღებენ. სატრანსპორტო ბარათზე თანხის გააქტიურებას ისინი შეძლებენ, ვისაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება ამ ბარათით ერთხელ მაინც აქვს გადახდილი. ამისათვის ისინი 17 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე ნებისმიერ მეტროსადგურის სალაროში უნდა მივიდნენ. 5 ლარი მათსავე სატრანსპორტო ბარათზე დაირიცხება.

კომენტარები