NATO და საქართველო

რასმუსენი საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევა. ინფორმაციას ვიზიტის თარიღის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  9-10 ნოემბერს თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი  სხდომა გაიმართება,  რომელშიც, გენერალურ მდივანთან ერთად,  ალიანსის წევრი 28 ქვეყნის წარმომადგენელი  მიიღებს  მონაწილეობას. სხდომაზე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის საკითხები განიხილება. 

კომენტარები