სტურუა რუსეთში

რობერტ სტურუა მოსკოვის თეატრში მუშაობას იწყებს

სააგენტო ”ინეტრფაქსის”   ცნობით, რობერტ სტურუა, მთავარი  მიწვეული რეჟისორის სტატუსით, იწყებს მუშაობას მოსკოვის თეატრ Et Cetera-ში. ”რობერტ სტურუა ოფიციალურად ირიცხება თეატრის  დასში და მუშაობას იწყებს ”-უთხრა სააგენტოს  Et Cetera-ს ლიტერატურული განყოფილების ხელმძღვანელმა ტატიანა ნიკოლსკაიამ. ”მოხარული ვარ ამ თეატრში მისვლით, ეს არის ჩემი ოჯახი, სადაც პატივს მცემენ და მაფასებენ. თუმცა  საქართველოს არ ვემშვიდობები. იქ არის ჩემი  ფესვები, ოჯახი და თეატრი საიდანაც გამიშვეს. არ ვითანამშრომლებ, მაგრამ სხვაგან სპექტაკლებს დავდგამ ”- მოჰყავს  სააგენტო ”რია ნოვოსტის” რობერტ სტურუას სიტყვები  მოსკოვის Et Cetera-ში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. 

 

კომენტარები