12 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი დაიწყო რომელიც 16 ოქტომბრამდე გასტანს.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელიც წიგნებისა და სხვა მედია საშუალებების გაყიდვას ეხება. 110 ქვეყანა, 7 500 ექსპონატი, 300 000-ამდე სტუმარი ყოველწლიურად - ასეთია ამ ფესტივალის ყოველწლიური მონაგარი. ეს ასევე მსოფლიოში უძველესი საგამომცემლო მოვლენაა, რომელიც ყოველ წელს 5 დღით ტარდება.
ყოველ წელს ფესტივალს სპეციალური სტუმარი ყავს, რომელიმე ქვეყანა და მისი ლიტერატურა. წელს ასეთი წილად ხვდა ისლანდიას, მომავალ წლის რჩეული კი ახალი ზელანდიაა
ყოველ წელს ფესტივალს სპეციალური სტუმარი ყავს, რომელიმე ქვეყანა და მისი ლიტერატურა. წელს ასეთი წილად ხვდა ისლანდიას, მომავალ წლის რჩეული კი ახალი ზელანდიაა




