საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნა. აღნიშნულ ლაბორატორიაში 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურაა განთავსებული და მასში 30-მდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი - საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო პროგრამების ფარგლებშია. ლაბორატორიას როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალი გააჩნია.
პრეზიდენტმა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც 300 სტუდენტზეა გათვლილი.
tbl.ge/v8w
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი 1 288 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს
- "თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ" – ილია მეორე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს
- ღარიბაშვილი: ტექნიკური უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებაში ლიდერია
- ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროში მოკლე ჩართვა მოხდა
- ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სასწრაფოს ბრიგადამ 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო