საქართველოს „ლოკომოტივ პრომოუშენის“ მოწვევით, როკ-მუსიკის პროდიუსერი და მენეჯერი, ბრიტანელი სტივ უელტმანი სტუმრობს. უელტმანი 40 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ პროდიუსერად და მენეჯერად ითვლება.
საქართველოში სტივ უელტმანი საქმიანი ვიზიტით იმყოფება, პრესკონფერენციაზე, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება, გახმაურდება თუ რომელი ლეგენდარული როკ-მუსიკოსები ჩამოვლენ და გამართავენ კონცერტს საქართველოში, პირველი კონცერტი 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.
„ლოკომოტივ პრომოუშენის“ მოწვევით გასულ წელს თბილისში კონცერტი ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ-ბენდმა Uriah Heep გამართა.
სტივ უელტმანი და „ლოკომოტივ პრომოუშენი“ საქართველოში როკ-ფესტივალის გასამართად ერთად იმუშავებენ.
უელტმანს დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიოში ცნობილი როკ-ფესტივალების ორგანიზებაში: Glastonbury, Donnington, T in the Park, Ozzfest. იგი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან როგორებიცაა: ბითლზი, დევიდ ბოუი, ელვის პრესლი, ჯენეზისი, ლედ ზეპელინი, ოზი ოზბორნი და Pink Floyd.