ქართული ავიაბაზარი

Fly Dubai პირველ რეისს 4 ნოემბერს შეასრულებს

ახალი ავიაკომპანია Fly Dubai საქართველოში დღეიდან ოფიციალურად შემოდის.  საქართველოდან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ჩასასვლელად, მომხმარებლებს დუბაის გავლით, ტრანზიტული რეისით მგზავრობა მოუწევთ. ბილეთის ღირებულება 270 აშშ დოლარიდან დაიწყება. თბილისი-დუბაის მიმართულებით პირველ რეისს ავიაკომპანია 4 ნოემბერს  განახორციელებს.

flydubai დუბაის მთავრობამ 2008 წელს დააფუძნა. კომპანია ფრენებს 40-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო და ერევანი.

  

კომენტარები