ლარი

10 ლარიანი მონეტები მიმოქცევაშია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბრუნვაში 10 ლარიანი მონეტები ჩაუშვა. ეროვნული ბანკის ცნობით, ანგარიშსწორების პროცესში 10 ლარის ღირებულების ბიმეტალური მონეტები გადახდის კანონიერ საშუალებას წარმოადგენს.

მონეტები 2000 წელს დამზადდა და ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღებისადმი არის მიძღვნილი. 

კომენტარები