ლიტვინენკოს მკვლელობა

ბრიტანელი პროკურორის ვერსიით ლიტვინენკო რუსეთის სახელმწიფომ მოკლა

ბრიტანელმა  პროკურორმა   ლორდ მაკდონალდ    რივერ გლეივენმა   საჯაროდ განაცხადა რომ   ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა   რუსეთის სახელმწიფოს დაკვეთით  უნდა იყოს  ჩადენილი.

ბოლო პერიოდამდე ბრიტანეთი თავშეკავებას იჩენდა და ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან  დაკავშირებით  თავს არიდებდა   პირდაპირ  რუსეთის სახელმწიფოს დადანაშაულებას  - წერს The Sunday Timse და დასძენს, რომ  მაკდონალდი თითქმის  ღია ბრალდებით გამოვიდა , ლიტვინენკოს  მკვლელობას  შემაძრწუნებელი დანაშაული უწოდა და დასძინა : ” რუსებმა იცოდნენ ეს ადამიანი  დიდი ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ რომ იმყოფებოდა.  არსებობს  ბევრი ნიშანი ამის , რომ ლონდონის ქუჩებში მისი  მკვლელები რუსეთის სახელმწიფოს მითითებით მოქმედებდნენ” . დიდ ბრიტანეთში გრძელდება ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმის გამოძიება.  კაგებე-ს-ყოფილი თანამშრომელი, შემდეგ კი კრემლის თავგამოდებული კრიტიკოსი   2006 წელს ლონდონში მოწამლეს რადიოაქტიური ნივთიერებით.  პროკურორი  მაკდონალდი საქმის უფრო  ფართომასშტაბიან შესწავლას ითხოვს.

მოსკოვი ლონდონს რა ხანია ეუბნება უარს მკვლელობაში ეჭვმიტანილის  ანდრეი  ლუგოვოის გადაცემაზე. 

კომენტარები