კლინტონმა და ლავროვმა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგის აღდგენის საჭიროებაზე იმსჯელეს

აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონმა, ნიუ- იორკში.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობაზე იმსჯელა. გავრცელებული ცნობების თანახმად,  მხარეები შეთანხმდენენ , რომ საერთაშორისო შუამავლები - აშშ, რუსეთი, ევროკავშირი, გაერო- უნდა ეცადონ ისრაელი და პალესტინელები დიალოგის აუცილებლობაში დაარწმუნონ. შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გახსნის წინ, რომელზეც პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი გაეროს მეირ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს. პალესტინელების მოთხოვნის წინააღმდეგ ისრაელთან ერთად გამოდის ამერიკის შეერთებული შტატები. ისრაელის პრემიერ მინისტრმა  განაცხადა , რომ მზადაა ნიუ-იორკში შეხვდეს მაჰმუდ აბასს და მოლაპარაკებების განახლება სცადოს. 

კომენტარები