ნიკოლა სარკოზი ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა

 საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზში ყაზახეთის ლიდერს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. მოლაპარაკების საგანი იყო  ევროკავშირსა და ყაზახეთს  შორის ურთიერთობების განმტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში  ნათქვამია, რომ ყაზახეთსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების განმტკიცება შესაძლოა მოკლე დროში მოხდეს. ურთიერთობა ასტანასა და პარიზს შორის გასულ წელს გაცივდა, როდესაც ნიკოლა სარკოზიმ უგულებელყო ეუთოს სამიტი, რომელსაც ყაზახეთი მასპინძლობდა. ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტზე წელს ხელახლა იქნა არჩეული  ამომრჩეველთა 95 პროცენტით. თუმცა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში „რ შეესაბამებოდა  დემოკრატიულ სტანდარტებს. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს.                                   

კომენტარები