ესპანეთში ოქრო მოდაში შემოვიდა

ესპანეთის ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონია. ხუან კარლოს ნავარო ფინალური შეხვედრისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ლიტვაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი დასრულდა. კაუნასში 15 ათასი მაყურებლის წინაშე სერხიო სკარიოლოს შეგირდებმა საფრანგეთის ნაკრები უშანსოდ დაამარცხეს - 98:85. პირველი მეოთხედიდან მოყოლებული იგრძნობოდა, რომ ესპანელები ამ მატჩს არ წააგებდნენ და ეს ასეც მოხდა. ხუან კარლოს ნავარომ 27 ქულა დააგროვა. პაუ გასოლის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა იყო. სან ანტონიოს სუპერვარსკვლავის ტონი პარკერის შესანიშნავი თამაში ფრანგების გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ტანდაბალმა მოთამაშემ ბევრი იბრძოლა, 26 ქულასაც მოუყარა თავი, მაგრამ გუნდი მარცხისაგან მაინც ვერ იხსნა.

რეალურად, ეს შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ტურნირის მსვლელობისას ბევრჯერ ითქვა, რომ ესპანეთის ამ ფორმაციის გუნდი, ევროპული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. სერხიო სკარიოლომ მოახერხა და უძლიერესი საკალათბურთო მანქანა ჩამოაყალიბა, სადაც ყველამ კარგად იცის საკუთარი საქმე.

პირინეელებმა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი მატჩი წააგეს. ჯგუფური რაუნდის ბოლო თამაში თურქებთან. იმ შეხვედრის შედეგი ესპანელებისათვის არაფერს წყვეტდა. ჰედო თურქოღლუ და თანაგუნდელები კი მოგებით ფლეი ოფში გავიდნენ.

ფინალური დაპირისპირების მონაწილეებმა - ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებმა ამ შედეგით უკვე გაინაღდეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზური.

ევროპირველობის მესამე ადგილის მფლობელი რუსეთის ნაკრები გახდა. ანდრეი კირილენკომ და კომპანიამ ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მაკედონიელები 4 ქულით დაამარცხეს - 72:68.

არადა, ბო მაკკალები და მისი მეგობრები შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ორ ქულას აგებდნენ. მაკკალებმა დამიან სტოაიანოვსკი ფარქვეშ სრულიად მარტო დატოვა. ამ უკანასკნელს ხელები აუკანკალდა და ბურთი კალათის მაგივრად ჰაერში გაისროლა. რუსებმა ორი საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვეს და თამაშის საბოლოო შედეგიც დააფიქსირეს.

ევროპის ჩემპიონატი, ფინალი

ესპანეთი - საფრანგეთი 98:85 (25:20, 25:21, 25:21, 23:23)

ესპანეთი: ნავარო (31 წთ. 27 ქ. 1 მ. 5 პ. 4 ფ. 3 დაკ.), პ. გასოლი (27 წთ. 17 ქ. 10 მ. 4 პ. 1 ჩ. 3 დაფ. 2 ფ. 1 დაკ.), კალდერონი (24 წთ. 17 ქ. 4 მ. 2 პ. 4 ჩ. 3 ფ. 1 დაკ.), ფერნანდესი (36 წთ. 14 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ. 2 ფ.), მ. გასოლი (29 წთ. 11 ქ. 6 მ. 2 პ. 2 დაფ. 3 ფ. 1 დაკ.), იბაკა (21 წთ. 4 ქ. 1 მ. 5 დაფ. 1 ფ.), ლული (6 წთ. 4 ქ. 2 პ. 3 ჩ. 1 ფ.), სადა (10 წთ. 2 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ფ.), რეიესი (1 წთ. 2 ქ. 1 პ.), სან ემეტერიო (7 წთ. 1 დაკ.), კლავერი (1 წთ. 1 ფ.)

საფრანგეთი: პარკერი (39 წთ. 26 ქ. 5 მ. 5 პ. 1 ჩ. 1 ფ. 5 დაკ.), დიაო (28 წთ. 12 ქ. 4 მ. 7 პ. 2 ფ. 2 დაკ.), ნოა (30 წთ. 11 ქ. 8 მ. 2 პ. 1 დაფ. 5 ფ. 1 დაკ.), ბატუმი (32 წთ. 10 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ. 4 ფ. 1 დაკ.), ჟელაბალი (16 წთ. 8 ქ. 1 ფ. 1 დაკ.), სერაფინი (8 წთ. 4 ქ. 1 მ. 3 ფ. 1 დაკ.), ტრაორე (14 წთ. 4 ქ. 4 მ. 1 დაკ.), პიეტრუსი (8 წთ. 4 ქ. 2 მ. 5 ფ. 1 დაკ.), კაუდი (9 წთ. 3 ქ. 1 ფ.), დე კოლო (14 წთ. 2 ქ. 1 პ. 2 ჩ. 2 ფ. 2 დაკ.), ალბისი (1 წთ. 1 ქ. 1 პ.),

მატჩი მესამე ადგილისათვის

რუსეთი - მაკედონია 72:68 (17:13, 19:17, 16:20, 20:18)

რუსეთი: კირილენკო ( 38 წთ. 18 ქ. 7 მ. 2 პ. 1 დაფ. 4 ფ. 3 დაკ.), ვორონცევიჩი (18 წთ. 10 ქ. 7 მ. 1 ჩ. 4 ფ. 1 დაკ.), მოზგოვი (20 წთ. 10 ქ. 6 მ. 1 და. 4 ფ. 3 დაკ.), მონია (32 წთ. 10 ქ. 8 მ. 2 პ. 3 ჩ. 1 დაფ. 2 ფ. 4 დაკ.), ფრიძონი (17 წთ. 7 ქ. 3 მ. 2 პ. 5 ფ. 1 დაკ.), ანტონოვი (9 წთ. 7 ქ. 1 მ. 1 ფ.), ბიკოვი (28 წთ. 5 ქ. 2 მ. 5 პ. 1 ჩ, 3 ფ. 2 დაკ.), შვედი (24 წთ. 5 ქ. 2 მ. 3 პ. 1 დაფ. 2 ფ. 2 დაკ.), პონკრაშოვი (14 წთ. 1 ჩ. 1 დაფ. 1 დაკ.)

მაკედონია: მაკკალები (36 წთ. 22 ქ. 4 მ. 3 პ. 4 ჩ. 3 ფ. 1 დაკ.), ილიევსკი (38 წთ. 16 ქ. 4 პ. 2 ჩ. 3 ფ. 5 დაკ.), ანტიჩი (39 წთ. 13 ქ. 5 მ. 1 პ. 1 ჩ. 2 ფ. 1 დაკ.), სამარძინსკი (14 წთ. 6 ქ. 2 მ. 2 პ. 4 ფ.), ვ. სტოიანოვსკი (22 წთ. 5 ქ. 1 მ. 1 ჩ. 4 ფ. 1 დაკ.), ჩეკოვსკი (26 წთ. 4 ქ. 4 მ. 1 დაფ. 3 ფ. 1 დაკ.), მირაკოვსკი (4 წთ. 2 ქ. 1 მ.), დ. სტოიანოვსკი (18 წთ. 2 მ. 1 ჩ. 4 ფ.)

კომენტარები