მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის კიდევ ერთ შეღავათიან სესხს გამოყოფს

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციa (IDA) საქართველოსთვის 40 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანშს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 25 წლით, შეღავათიანი პერიოდი - 5 წლით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი -  2%-ით განისაზღვრება. DPO პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებს : სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული მაკრო-ფისკალური გარემო, სახელმწიფო ფინანსების მართვის ეფექტურობა, სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტურობის გაზრდა და საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

”გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) ფინანსური მხარდაჭერის მიმღებ ქვეყნებს შორის, რაც განაპირობებს მსოფლიო ბანკის მიერ შეღავათიანი რესურსის გამოყოფას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველომ განვითარების პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში 2009-2010 წლებში, შესაბამისად, 90 და 51 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეღავათიანი დაფინანსება მიიღო. 

კომენტარები