რუსი დირიჟორი მიხაილ არკადიევი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

ცნობილი რუსი დირიჟორი  მიხაილ არკადიევი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს, თბილისშია და დღეს საღამოს კონსერვატორიაში მართავს კონცერტს. საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყევტილებას ის პოლიტიკური მიზეზებით ხსნის.”მინდა თქვენი ქვეყნის მოქალაქეობა მივიღო, რადგან ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ვითარდება. ძალიან ვწუხვარ, რომ დემოკრატია, რომელიც აქ არის, არ არსებობს რუსეთში”.-განუცხადა რუსმა დირიჟორმა ”რუსთავი 2”-ის  კორესპონდენტს.   არკადიევი ღიად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას, რის გამოც ის რუსეთის კომპოზიტორთა კავშირიდან გარიცხეს. 

კომენტარები