რუსეთში აშშ-ს ელჩი შესაძლოა მაიკლ მაკფოლი გახდეს

ბარაკ ობამამ კონგრესმენებს რუსეთში აშშ-ს ელჩის პოსტზე მაიკლ მაკფოლის კანდიდატურის  განხილვა შესთავაზა.  47 წლის მაკფოლი   შეერთებული შტატების   პრეზიდენტის საგანგებო  მრჩეველია და მიიჩნევა  ამერიკასა  და რუსეთს შორის ”გადატვირთვის” პოლიტიკის არქიტექტორად. მაიკლ მაკფოლი პოლიტიკურ  მეცნიერებას სტენფორდის უნივერსიტეტში  დაეუფლა. დიდ ხნის მანძილზე მუშაობდა რუსეთში, თანამშრომლობდა მოსკოვის კარნეგის ცენტრთან, კარგად ფლობს რუსულ ენას. 

მაიკლ მაკფოლი არ არის პროფესიონალი დიპლომატი , თუმცა  ობამას ადმინისტრაციაში  ის რუსეთის საუკეთესო მცოდნედ მიაჩნიათ . ის იზიარებს ვაშინგტონისა და მოსკოვის დაახლოების იდეებს, რის შესახებაც არა ერთხელ განუცხადებია - აღნიშნავენ დასავლეთის მედიაში მაიკლ მაკფოლის რუსეთში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატურად დასახელებასთან დაკავშირებით.   

 

კომენტარები