მოსკოვი: კასპიის ზღვის რესურსების საკითხი კასპიისპირა სახელმწიფოების გადასაწყვეტია

 სამშაბათს რუსეთმა მკვეთრად გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლობა იმის გამო, რომ ევროკავშირი აპირებს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მოლაპარაკებას ტრანსკასპიური გაზსადენის გაყვანის თაობაზე. ევროკავშირის 27-ივე წვერი შეთანხმდა, რომ ევროკომისიას დაევალება ბაქოსთან და აშხაბადთან მოლაპარაკებების გაძღოლა. ლაპარაკია იმ  გაზსადენის მშენებლობაზე , რომელმაც     თურქმენეთიდან  გაზი დასავლეთს  უნდა მიაწოდოს. ამასთან დაკავშირებით  დასავლეთის პრესაში  წერენ, რომ მოსკოვის გაღიზიანება ხაზს უსვავს  მის შიშს  ევროპისთვის გაზის მიწოდების საქმეში  დღევანდელი  როლის შესუსტების პერსპექტივისადმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა სინანული, იმის გამო რომ   ევროკავშირი არ ითვალისწინებს   კასპიის აუზის  მთავარი მოთამაშეების ფაქტორს და   განაცხადა, რომ კასპიის  ზღვის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ხუთ კასპიისპირა სახელმწიფოს აქვს. იგულისხმება: რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი და  ყაზახეთი.  

კომენტარები