ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა შეცვალოს თბილისის დაარსების ისტორია

მეტეხის ხიდზე, ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგების  უნიკალურმა აღმოჩენამ  შესაძლებელია თბილისის დაარსების  ისტორია  შეცვალოს.  მან   შესაძლოა გაამართლოს   მოსაზრება, რომ ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება ვახტანგ გორგასლის ეპოქამდე არსებობდა .

არქეოლოგებმა მეტეხის ხიდთან,  ეკლესიის ტერიტორიაზე  ციხე-გალავნის ფრაგმენტებს მიაკვლიეს. ეს  ფრაგმენტები გორგასლის პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ ციხის ქვეშ, დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს აუზები, რომლებსაც  სპეციალისტები პირველი-მეორე საუკუნით ათარიღებენ.

კვადრატული ფორმის აუზები უნიკალურია,  აქვს საფეხურები, გოგირდის წლით შევსების და დაცლის სისტემა, ხოლო აუზის ფსკერი მოზაიკითაა მოკირწყლული.

მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა არქეოლოგიური ძეგლები არის აღმოჩენილი, მაგრამ დღევანდელმა  აღმოჩენამ  სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, დედაქალაქის ისტორია შეცვალოს.   

 

კომენტარები