რუსი” პრაპორშიკი” სამხედროებს ძაღლის საკვებს აჭმევდა

”პრაპორშიკი” ვიაჩესლავ გერცოგი, რუსულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძაღლის საჭმელი კონსერვების, ძროხის "ტუშონკებად" გასაღებაში. გერცოგი სამხედროებს ძაღლისთვის განკუთვნილ კონსერვებს აჭმევდა. როგორც პროკურატურამ ”gazeta.ru”-ს განუცხადა, სასამართლომ ”პრაპორშიკი”, რომელიც სურსათის საწყობის უფროსი იყო, 202 ათასი რუბლით დააჯარიმა.

სკანდალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც ინტერნეტში განთავსდა, ყოფილი მაიორი მატვეევი ამტკიცებდა რომ მის სამხედრო ნაწილში სამხედროებს ძაღლის კონსერვებით კვებავდნენ. მატვეევმა ხელმძღვანელობას სასწრაფო ზომების მიღების თხოვნით მიმართა.

ფაქტის გახმაურების შემდეგ ძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის თებერვალში ”პრაპორშიკმა ”გერცოგმა  გაიგო დაგეგმილი შემოწმების შესახებ და ”ტუშონკების” დანაკლისის შევსებას შეეცადა. გამოძიების დროს გამოვლინდა, რომ პრაპორშიკმა დანაკლისის დასაფარად ხელქვეითებს დაავალა ძაღლის საჭმელი ”ბელკა და სტრელკასთვის” გადაეკრათ ეტიკეტი ”საკუთარ წვენში მოხარშული ძროხის ხორცი”.

კომენტარები