მოსკოვმა უარყო 7 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ” რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია”- განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ დრიკმა.
ცნობა საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის მი-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენების შემოჭრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამ ცნობის თანახმად ინციდენტი შუა დღისას მოხდა. რუსული სამხედრო ვერტმფრენები შატილთან , სასაზღვრო გამშვები პუნქტის თავზე 15 წუთის მანძილზე დაფრინავდნენ. საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ რუსეთის მხრიდან ეს იყო საქართველოს მაპროვოცირებელი ქმედება და საერთაშორისო თანამეგობრობას მასზე რეაგირება მოუწოდეს.




