საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსული გამოცემა "კომერსანტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად , , შესაძლოა, თბილისმა და მოსკოვმა დიპლომატიური ურთიერთობა შვეიცარიის საელჩოს დონეზეც კი გაწყვიტონ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ზემოხსენებულ ვარაუდს საფუძველი არ გააჩნია.




