
2011 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (805.3 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (525.4 მილიონი აშშ დოლარი) და უკრაინა (482.2 მილიონი აშშ დოლარი).
2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობა 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 198 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონელმა 574 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 27%-ითა და 67.1%-ით მეტია.

2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი რაოდენობით გავიდა: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტის სახით, 271.6 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობები (145.6 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობთა ნარჩენები და ჯართი (89.2 მილიონი აშშ დოლარი), მინერალური და ქიმიური სასუქები (75.1 მილიონი აშშ დოლარი), ოქრო (65.8 მილიონი აშშ დოლარი).
საქართველოში იმპორტის მთლიანი მოცულობა 2011 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით 3.6 მილიარდი აშშ დოლარია. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობა – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 33%-ით და 31.4%-ით მეტია.

2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (458.1 მილიონი აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (205.5 მილიონი აშშ დოლარი), ნავთობის აირები (149.8 მილიონი აშშ დოლარი), ფარმაცევტული ნაწარმი (112.7 მილიონი აშშ დოლარი) და ხორბალი (97.1 მილიონი აშშ დოლარი).
2011 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობა 323 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 2010 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 37.4%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით 92.8%-ით მეტია. ამავე პერიოდში საქართველოში საქონლის იმპორტმა 964 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.9%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით 48.3%-ით მეტია.