ერაყში რვა ჯარისკაცი მოკლეს

8 ერაყელი ჯარისკაცი  შეიწირა   ჩრდილოეთ ერაყში არმიის პატრულზე განხორციელებულმა თავდასხმამ .  გავრცელებული ცნობებით იერიში მოეწყო ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰადიტასთან.  პოლიციელთა ცნობებით თავდამსხმელებმა თავიდან ავტომანქანის საბურავებს ესროლეს, შემდეგ კი  ავტომანქანაში მყოფებს. შეერთებული შტატების მთავრობამ  შარშან დაასრულა საბრძოლო ოპერაციები ერაყში. მან წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს ერაყიდან გასვლა.

  

კომენტარები