ესპანეთში ქუთაისზე უკეთესად დავასრულეთ

ქუთაისური 2:7-ის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანელ თანატოლებთან პირინეის ნახევარკუნძულზეც ითამაშა. ოთარ გაბელიას გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა ამჯერად მხოლოდ 0:2 დათმო. ქართველი 21-წლამდელების კარში ორივე ბურთი ესპანური ფეხბურთის ახალგაზრდა ტალანტმა, სერხიო კანალესმა გაიტანა. ამ მოთამაშემ ჯერ საქართველოში შეაგდო ერთი ულამაზესი საჯრიმო. ამჯერად კი თავი 11-მეტრიანითა და თამაშიდან გატანილი გოლით გამოიჩინა.

ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შვეიცარიის ნაკრებმა ხორვატები დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ახლა ქვეჯგუფის ლიდერი ორი თამაშიდან ორი გამარჯვებითა და 6 ქულით ესპანეთის ნაკრებია. ორი თამაში და 4 ქულა აქვს შვეიცარიის ნაკრებს. მესამე ადგილზე ჯერჯერობით ჩვენი ნაკრებია - სამი თამაშის შემდეგ 3 ქულით. მათ ერთადერთი გამარჯვება ხორვატიის ნაკრებთან მოიპოვეს. ეს უკანასკნელნი თავის მხრივ ორი თამაშიდან ორივეს წაგების შემდეგ ბოლო ადგილზე არიან. მეოთხე პოზიციას კი ესტონელები იკავებენ - შვეიცარიასთან ნათამაშები ფრითა და ერთი ქულით.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი

ესპანეთი - საქართველო 2:0

გოლები: 1:0 კანალესი (17 წთ. პენ.), 2:0 კანალესი (79 წთ.)

ესპანეთი: დე ხეა, მალო, ბარტრა, პლანასი, მარტინესი, რომეუ (რობერტო, 86 წთ.), ანდონეხი, მუნიაინი, კანალესი, ისკო (ხუან კარლოსი, 76), როდრიგო (ვასკესი, 82)

საქართველო: მაკარიძე, აფაქიძე, კაკუბავა, კვერკველია, იოსელიანი, თარხნიშვილი, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი (ჭანტურია, 73), ოქრიაშვილი (ძალამიძე, 88), მჭედლიძე (ქობალია, 84), შეყილაძე

 

კომენტარები