საზაფხულო ბანაკი „უსაფრთხო სკოლა - უსაფრთხო მომავლისთვის“ საზეიმოდ დაიხურა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/cnnnn.png##fbimage#
 31 აგვისტოს  სოფელ ბულაჩაურში საზეიმოდ დაიხურა  CENN-ის საგანმანათლებლო საზაფხულო  ბანაკი ’უსაფრთხო სკოლა-უსაფრთხო მომავლისთვის”.  აღნიშნული   პროექტი CENN-ის და  UNICEF-ის მხარდაჭერით მაღალი რისკის ზონაში, 8 საპილოტე სკოლაში ხორციელდებოდა.   24 მოსწავლე  ნიკორწმინდის, ლასურიაშის, მესტიის, დანისპარაულის, აწყურის, ბრეთის, მლეთის და თბილისის საჯარო სკოლებიდან შეირჩა. მათ ბანაკში 10 დღე გაატარეს და კატასტროფების რისკებისთვის მზადყოფნა, მათი შემცირების და აღკვეთის გზები შეისწავლეს. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სკოლების რისკების შეფასება. შემუშავდა საგანგებო სიტუციების მართვის გეგმა საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, აგრეთვე მასწავლებლებს და მოსწავლეებს ჩაუტარდათ სიმულაციური ტრენინგები.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა მაღალი რისკის ზონაში მყოფი სკოლები, რომელთაც სპეციალური აღჭურვილობები გადაეცათ.

CENN-ი მომავალშიც გეგმავს განაგრძოს მუშაობა სკოლებთან რისკების შემცირების საკითხებზე.



კომენტარები