ინდოეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წლის მეორე კვარტალში 7.7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბოლო 6 კვარტლის მანძილზე ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2011 წლის პირველ სამ თვეში ინდოეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 7.8% იყო. მისი შენელება ნაწილობრივ გამოწვეულია ქვეყნის ცენტრალური ბანკის პოლიტიკით, რომელიც ინფლაციის მაღალი დონის დასაწევად სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს ზრდის. 2010 წლის მარტიდან ინდოეთის რეზერვების ბანკმა (Reserve Bank of India) საპროცენტო განაკვეთი 11-ჯერ გაზარდა. სექტემბერში სავარაუდოდ ის კიდევ გაიზრდება და 8.25 პროცენტს მიაღწევს. ინფლაცია ივლისში 9.22% იყო, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება რეზერვების ბანკის სასურველ მაჩვენებელს.

რეზერვების ბანკის მიხედვით, 2011 წელს ინდოეთის ეკონომიკა 8 პროცენტით გაიზრდება, ზოგიერთი ექსპერტი კი 7 პროცენტს ვარაუდობს. 

კომენტარები