ტირამისუ

 6 ულუფის მასალა  1 შეკვრა ტირამისუს ბისკვიტი  250 გრ. მასკარპონე  500 გრ. ნაღები  200 გრ. შაქრის პუდრა  4 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა  50-100 გრ. ამარეტო (გემოვნებისამებრ)  კაკაო  ჯამში 20 ლარი

მომზადების წესი:


კრემისთვის: მასკარპონე, შაქარი და ნაღები ათქვიფეთ მიქსერით. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ადუღებული წყალი, გახსენით შიგნით ხსნადი ყავა, დაუმატეთ ამარეტო და ამოავლეთ ტირამისუს ბისკვიტები. სურვილისამებრ ჭიქებში ან დიდ ფორმაში ჩადეთ ბისკვიტის პირველი ფენა, დანამეთ ყავის და ამარეტოს სიროფით, მეორე ფენად მოათავსეთ კრემი და ფენა-ფენა შეავსეთ ჭიქა ან ფორმა, არ დაგავიწყდეთ ბისკვიტის ყოველი ფენის დანამვა. კრემს მოაყარეთ კაკაო, ხოლო გასაფორმებლად გამოიყენეთ ჟოლო და პიტნის ფოთოლი. გააჩარეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი და დააგემოვნეთ


მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 224 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 235 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 224 33 02/03).

კომენტარები