საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები

რას აჩვენებს საკრედიტო რეიტინგი?

საკრედიტო რეიტინგი, შეფასება აჩვენებს კომპანიის ან სახელმწიფოს უნარს გადაიხადოს ვალი. ის აჩვენებს კრედიტორებს რამდენად რისკის შემცველია მათ მიერ გაცემული კრედიტი. შესაბამისად, რაც უფრო დაბალი შეფასება/რეიტინგი აქვს ქვეყანას ან კომპანიას უფრო მეტი საპროცენტო განაკვეთით უწევს მას სარგებლობა.

რომელი სააგენტოები ადგენენ საკრედიტო რეიტინგს?

აშშ-ის უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისიამ (SEC) აირჩია 10-მდე სააგენტო, რომელსაც ეროვნულად  აღიარებულ სტატისტიკური რეიტინგის ორგანიზაციების სტატუსი მიანიჭა. სააგენტოებს შორის ყველაზე ცნობილი სამი კომპანიაა, Standard & Poor’s, Moody’s და  Fitch.

Standard & Poor’s ყველაზე ძველი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა. ინ 1860 წელს ჰენრი ფუარმა დაარსა. ფუარმა შექმნა ფინანსური ისტორია აშშ-ის არხებისა და რკინიგზის მშენებლობის კომპანიების შესახებ. ჩანაწერები ინვესტორებისთვის იყო განკუთვნილი. 1906 წელს შეიქმნა სტანდარტული სტატისტიკის ბიურო, რომლის მთავარი მიზანი არა-სარკინიგზო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შეფასება იყო. 1940-იან წლებში კომპანიები შეერთდა.

Moody’ს 1909 წელს ჯონ მუდიმ დაარსა. მუდი სარკინიგზო კომპანიების ფინანსებს შეისწავლიდა.

ეს ორი კომპანია უდიდესია ბაზარზე, თითოეულ მათგანს ბაზრის 40% უკავია. 2010 წელს Standard & Poor’s-ის შემოსავალი 762 მილიონი დოლარი, Moddy’s-ის კი 688 მილიონია.

მესამე დიდი კომპანია Fitch-ია. ის 1913 წელს  ჯონ ფიჩმა დაარსა.

სხვა სააგენტოებს შორის არიან ერთი კანადური სააგენტო, ორი იაპონური და რამდენიმე ევროპული. თუმცა ისინი ნაკლებ ცნობილია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სამი ყველაზე ცნობილი სააგენტო ინვესტორებს ინფორმაციას უფასოდ სთავაზობს.

როგორ აფასებენ საკრედიტო რეიტინგს სააგენტოები?

Standard & Poor’s და Fitch მსგავს შეფასების სისტემას იყენებენ, უმაღლესი შეფასება მათ სისტემაში AAA-ია, მას მოსდევს მაღალი AA+, AA, AA-,  საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+.,BBB, BBB-,  არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-,  სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC+, ძალიან რისკიანი CCC, დეფოლტი გამოკეთების პერსპექტივით C, დეფოლტი DDD, DD, D.

Moody’s შეფასებაც მსგავსია, მაგრამ +/--ის ნაცვლად ის არაბულ ციფრებს იყენებს: Aaa, Aa1, Aa2, Aa3, A1,A2,A3, Baa1, Baa2, Baa4, Ba1, Ba2, Ba3, B1, B2,B3, Caa1, Caa2, Caa3, Ca, C.

რომელ ქვეყნებს აქვთ უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი?

უმაღლესი, ანუ AAA შეფასება Standard & Poor’s მიხედვით ავსტრალიას,  ავსტრიას, კანადას, დანიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, სინგაპურს, შვედეთს, შვეიცარიას და გაერთიანებულ სამეფოს. 2011 წლის აგვისტომდე უმაღლესი შეფასება ჰქონდა აშშ-საც.

რა მეთოდებს იყენებენ საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები?

სააგენტოების მეთოდები მრავალ სხვადასხვ ფაქტორზე აფუძნებენ თავიანთ შეფასებების რეიტინგს. Standard & Poor’s-ის თქმით, რეიტინგის შედგენისას, ისინი ” ეკონომიკურ, რეგულაციებს და გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, ასევე მენეჯმენტს და კონკურენციულ პოზიციას’’, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად.

საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების კრიტიკა

საკრედიტო რეიტინგის კომპანიებმა განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურეს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს. კრიზისამდე, უძრავი ქონებით გარანტირებული სესხები/ინვესტიციები ასეთი სააგენტოების მიერ უმაღლეს რეიტინგს იმსახურებდნენ, ანუ სააგენტოების მიხედვით ეს სესხები ძალიან დიდი ალბათობით დაფარული იქნებოდა. თუმცა ეს შეფასება არასწორი აღმოჩნდა.

კომენტარები