ჯიჰადურ ვებსაიტზე დევიდ ლეტერმანის მოკვლისკენ მოწოდება გაჩნდა

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/werilkaca.png##fbimage#
ჯიჰადურ საიტზე ამერიკელ მიმდევრებს მოუწოდებენ, რომ მოკლან ცნობილი იუმორისტული თოქ-შოუს წამყვანი დევიდ ლეტერმანი. მოწოდების ავტორი თვლის, რომ ლეტერმანი ენის ამოჭრას იმსახურებს ალ ყაიდას ერთ-ერთ ლიდერზე ხუმრობის გამო, რომელიც პაკისტანში მოკლეს.  ინფორმაციას  ამერიკული SITE intelligence group ავრცელებს, რომელიც მონიტორინგს უწევს და თარგმნის ტერორისტების ონლაინ აქტივობებს. FBI-ში ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველა მსგავს მუქარას  სერიოზულად ეკიდებიან. ლეტერმანი ამ თემაზე საჯარო კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები