ქართული ნაკრებების ამხანაგური დღე

დღეს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. თემურ ქეცბაიას გუნდი პოლონელებს დაუპირისპირდება, ოთარ გაბელიასი კი - მოლდოველებს. ეროვნული ნაკრები ამ თამაშისათვის პოლონეთში შეიკრიბა და უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობს. წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. გუნდს სავიზო პრობლემების გამო, ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე გამოაკლდნენ. ამავე მიზეზის გამო ვერ ითამაშებს ირაკლი მაისურაძე. რაც შეეხება, ალექსანდრე იაშვილს ის მწვრთნელებმა გაათავისუფლეს. სათადარიგო მეკარედ გამოიძახეს ზურაბ მამალაძე.

თემურ ქეცბაიას ნაკრები ლიუბინის დიალოგ არენაზე ითამაშებს. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრებისათვის, მათ ამ თამაშის ნახვის საშუალება მიეცემათ. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მოლდოველ თანატოლებთან თამაშს კიშინიოვში 19 საათზე დაიწყებს. ოთარ გაბელიამ საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოუყარა თავი და შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე წესით კარგი რეპეტიცია უნდა გამოუვიდეს. პრობლემად კი მცველების ნაკლებობა შეგვიძლია დავასახელოთ.

 
საქართველოს ეროვნული ნაკრები:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), ზურაბ მამალაძე (ზესტაფონი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), აკაკი ხუბუტია (გაზ-მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), კახა ალადაშვილი (ზესტაფონი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი)

ნახევარმცველები: შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), დავით თარგამაძე (ოლექსანდრია, უკრაინა), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), ალექსანდრე გურული (კარპატი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი)

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა (სპარტაკი), დავით ლეგაშვილი (სასკო)

მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე (ბაია), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გაგრა), ლაშა კალანდაძე (გაგრა), გივი იოსელიანი (ტორპედო)

ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა კვეკვესკირი (დინამო), ნიკა ძალამიძე (ვიძევი, პოლონეთი), ვალერი ყაზაიშვილი (საბურთალო), ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი), ირაკლი ხუციძე (გაგრა), ჯამბულ ჯიღაური (დინამო), ზვიად სიხარულია (ბაია), ლუკა გუგუჩია (ბაია), დავით კაკულია (ოლიმპია, მოლდოვა)

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი ქობალია (მეტალურგი)

კომენტარები