თბილისის დინამომ კიდევ ერთხელ დაამარცხა ისლანდიური რეიკიავიკი. ქართულმა გუნდმა მეტოქეს ამჯერად 2:0 აჯობა. ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა, რეალურად ბევრს არაფერს წყვეტდა. დინამოელებმა ფაქტობრივად პირველივე თამაშში გაიფორმეს მომდევნო ეტაპის საგზური. ამის მიუხედავად, კიდევ ერთი გამარჯვება მაინც სასიხარულო იყო.
რეიკიავიკთან მატჩის პირველ ნახევარში დინამოელებს არაფერი გამოსდიოდათ. ეს თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა - 0:0. მეორე ტაიმში თბილისელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, მეტნაკლებად სიტუაციაც დაალაგეს და საბოლოოდ მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მეტოქის კარში ბურთი ალბერტო იაგუემ და გიორგი კახელიშვილმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი გუშინ მამა გახდა და ორმაგი მოტივაციით თამაშობდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ისლანდიელები ორი თამაშის ჯამში 6:1 დაამარცხა.
ერთადერთი რაც აუცილებლად უნდა ითქვას, უაზროდ მიღებული უამრავი ყვითელი ბარათია. ეს ამბავი გუნდის ხელმძღვანელობას უკვე პრობლემებს უქმნის. გაფრთხილებების გამო თითქმის ყველა თამაშში დისკვალიფიცირებული მოთამაშე გვყავს. ამჯერად სიახლეც გვაქვს და ყვითელს, წითელი ბარათიც დაემატა.
საფრანგეთში რენთან განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა რუსთავის მეტალურგი. პირველი თამაშისაგან განსხვავებით ანგარიში ახლა გაცილებით მოკრძალებული იყო - 2:0 მასპინძლების სასარგებლოდ. ფრანგებმა ქართული გუნდის კარი 75 და 85 წუთებზე დალაშქრეს.
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, განმეორებითი შეხვედრები
დინამო - რეიკიავიკი 2:0
გოლები: 1:0 ალბერტო იაგუე (48), 2:0 კახელიშვილი (55)
გაძევება: ჯიღაური (81)
დინამო: ლორია, ოდიკაძე, კაკუბავა (ბერაია, 66), ჰომოლა, თომაშვილი, ფირცხალავა, ჯიღაური, კოშკაძე (თექთურმანიძე, 62), კახელიშვილი, რობერტინიო, იაგუე (ლექვთაძე, 56)
რეიკიავიკი: ჰალდორსონი, სიგურდსონი (ფრიდგეირსონი, 77) ოლაფსონი, ე. იონსონი, გუნარსონი, გ. ო. იონსონი, ფინბოგასონი (ლუდვიკსონი, 64), ჰაუკსონი (ბალდვიკსონი, 49), სნორასონი, იოსეფსონი, ბ. იონსონი
რენი - მეტალურგი 2:0
გოლები: 1:0 მონტანო (75), 2:0 ფერე (85)
რენი: კოსტილი, კატერინე, მანგანი, ტეტეი, პიტროიპა (დალმა, 73), ფერე, ბუკარი (მონტანო, 64), ბიიკი, მვილია, ბრაიმი (კამარა, 10), დანზე
მეტალურგი: ბათიაშვილი, მახვილაძე, ლომაია, ორბელაძე, ჯაფარიძე, მიქაბერიძე (დობროვოლსკი, 56), მაისურაძე, გეწაძე, ქავთარაძე (აბურჯანია, 77), ტატანაშვილი (ქობალია, 61), მოდებაძე