Internet Explorer-ის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა

ინფორმაცია Internet Explorer-ის მომხმარებელთა ინტელექტის დაბალი მაჩვენებლის შესახებ მცდარია. ამ კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიამ გაავრცელა (CNN, BBC, the Daily Mail, the Telegraph, Forbes), მათ შორის ტაბულამ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს კარგად დაგეგმილი ტყუილია. ApTiquant-ის ვებმისამართი ერთი თვის წინ არის აწყობილი, თანამშრომელთა ფოტოები და პირადი ინფორმაცია კი ფრანგული კვლევითი კომპანიის Central Test-ის საიტიდანაა დაკოპირებული. შესაბამისად, ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციაც ყალბია.

როგორც BBC იუწყება, Central Test-ისთვის ცნობილია მისი თანამშრომლების პირადი ინფორმაციის კოპირების შესახებ, თუმცა ApTiquant-ის საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერი სმენიათ.

დეტალურად მოფიქრებული ტრიუკის ავტორის ვინობა უცნობია.

კომენტარები