გაბელიას რჩეული ოცდახუთეული

10 აგვისტოს საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მოლდოველ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ოთარ გაბელიამ უკვე დაასახელა იმ მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც აღნიშნული თამაშისათვის მოემზადებიან. ეს, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისათვის ბოლო რეპეტიცია იქნება სექტემბერში გასამართი ოფიციალური, შესარჩევი თამაშების წინ. აქედან გამომდინარე, ამ თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ საქმეში უნდა ნახოს ის ფეხბურთელები, რომლებზეც მოგვიანებით აქცენტის გაკეთებას გადაწყვეტს. მან უნდა ამოარჩიოს მისი სათამაშო სქემისათვის შესაფერისი ადამიანები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ის თაობაა, რომელშიც არაერთი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს.

21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ზარქუა (სპარტაკი), დავით ლეგაშვილი (სასკო)

მცველები: მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), ნიკოლოზ აფაქიძე (ბაია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გაგრა), ავთანდილ ბრაჭული (რუბინი, რუსეთი), ლაშა კალანდაძე (გაგრა)

ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო), გიორგი სარალიძე (ჩიხურა), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა კვეკვესკირი (დინამო), ნიკა ძალამიძე (ვიძევი, პოლონეთი), ვალერი ყაზაიშვილი (საბურთალო), ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი), გივი იოსელიანი (ტორპედო), ირაკლი ხუციძე (გაგრა), ირაკლი ლექვთაძე (დინამო), ჯამბულ ჯიღაური (დინამო), ზვიად სიხარულია (ბაია), ლუკა გუგუჩია

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკოლოზ საბანაძე (ტორპედო), ირაკლი ქობალია (მეტალურგი)

კომენტარები