ქეცბაიას პოლონური შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაცხადა, რომელიც 10 აგვისტოს პოლონეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის მოემზადება. ამ თამაშისათვის ქართველი მოთამაშეები პირდაპირ პოლონეთში შეიკრიბებიან. გუნდს არ ექნება თბილისური მოსამზადებელი ეტაპი. ფეხბურთელები თამაშის ადგილას 8 აგვისტოს ჩავლენ.

თემურ ქეცბაიას გუნდში ძირითადი აქცენტი ისევ იმ მოთამაშეებზეა გაკეთებული, რომლებიც მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში ჩანან. ერთადერთი სიახლე უკრაინულ ოლექსანდრიაში მოთამაშე დავით თარგამაძეა. თუკი ამ ფეხბურთელს მოედანზე გასვლის საშუალება მიეცა, ჯვაროსნების შემადგენლობაში ეს მისი სადებიუტო მატჩი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი)

მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), აკაკი ხუბუტია (გაზ-მეთანი, რუმინეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე გურული (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი)

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით თარგამაძე (ოლექსანდრია, უკრაინა), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი)

კომენტარები