თვითმფრინავის კატასტროფა ალასკაზე

ალასკაზე ორი თვითმფრინავის საჰაერო შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფა შაბათს მოხდა, როდესაც ”ცესნას” ტიპის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, ჰაერში. შეჯახება ტრეპერ კრიკის რეგიონში მოხდა. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება მოახერხა, უახლოეს აეროპორტში, თუმცა მეორე ჩამოვარდა და ცეცხლი მოეკიდა.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლის, ლარი ლუისის განცხადებით, შეჯახების მიზეზები მას შემდეგ გახდება დაზუსტებით ცნობილი, რაც ორივე თვითმფრინავის დაზიანებებს შეისწავლიან.

ავიაკატასტროფის გამოძიებას ტრასპორტის უსაფრთხოების ნაციონალურ საბჭოსთან ერთად ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციაც აწარმოებს.

კომენტარები