დაღესტანში ტერაქტების სერია გრძელდება

 დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო პოლიტიკისა და პრეს სამსახურის უფროსი გარუნ ყურბანოვი და მისი მძღოლი ისმაილ ისმაილოვი მოკლეს. უცნობებებმა ყურბანოვის მანქანა მაშინ დაცხრილეს, როდესაც ის სამსახურეობრივ ავტომობილში ჯდებოდა. მიღებული ჭრილობებისგან ყურბანოვი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება რადიოსადგური ეხო კავკაზა. თავდამსხმელებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის თქმით, მკვლელობის ძირითად მოტივად ყურბანოვის სამსახურეობრივი აქმიანობა განიხილება. პოლიციის თქმით, დამნაშავეთა დასაკავებლად ქალაქ მახაჩყალაში აამოქმედეს ოპერატიული გეგმა სახელწოდებით „ვულკანი-3“.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მახაჩყალაში ტერორისტებმა ერთ-ერთ ლუდის ბაზართან აფეთქება მოაწყვეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანამდე კი დაღესტანში მანასის რიონში შეიარაღებული პირები  საპატრულო მანქანას დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიჭრა.

კომენტარები