დევდარიანის გუნდი მესამესთვის ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილო ირლანდიელ თანატოლებთან შეხვედრა 1:3 დათმო. ბელფასტში მიმდინარე Milk Cup-ის საფეხბურთო ტურნირზე მასპინძლებმა ქართველებს  ფინალში გასვლის საშუალება არ მისცეს. ტურნირზე გამართულ პირველ შეხვედრაში გიორგი დევდარიანის გუნდმა მექსიკელი თანატოლები 2:1 დაამარცხა. უკვე მეორე დაპირისპირებაში, როგორც ჩანს მათ ძალა და გამოცდილება აღარ ეყოთ. შეჯიბრების მასპინძლებმა თამაში 2:0 წაიყვანეს. შემდეგ ქართველებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც ირლანდიელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ გიორგი დევდარიანის 19-წლამდელებს ბელფასტში შემდეგი თამაშის გამართვა აშშ-ს ნაკრებთან მოუწევს. ეს თამაში ირლანდიური ტურნირის მესამეადგილოსნის ვინაობას გამოავლენს. შეხვედრა 29 ივლისს გაიმართება.

კომენტარები