მალტაში განქორწინება დააკანონეს

მალტა ევროკავშირის წევრი ბოლო ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტმა განქორწინება დააკანონა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში მაშინ შევა, როცა დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ჯორჯ აბელა კანონს ხელს ოქტომბერში მოაწერს.

აქამდე, იმისათვის რომ განქორწინებულიყვნენ, მალტის მოქალაქეებს საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა. პარლამენტში კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 52-მა დეპუტატმა მისცა, კანონის მიღების წინააღმდეგ კი 11 პარლამენტარი გამოვიდა, 5-მა თავი შეიკავა. რამდენიმე თვის წინ ამ რეფორმას რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობის 53-მა პროცენტმა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ლორენს გონცი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კანონის მიღებას იმ მიზეზით, რომ განქორწინების დაკანონება ”ოჯახის საფუძვლებს ძირს გამოუთხრის.”


კომენტარები