20-წლამდე კალათბურთელთა ევროპის B დივიზიონის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ტურნირში გამარჯვებამდე ერთი დღით ადრე, ახალგაზრდა ქართველებმა A დივიზიონისა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
რეალურად, ფინალზე უფრო მრავლისმომცემი, ნახევარფინალში ჩეხებთან დაპირისპირება იყო. ამ თამაშში გამარჯვების შემთხვევაში დავით უსტიაშვილის გუნდი გეგმას შეასრულებდა და A დივიზიონში ავიდოდა. წაგების შემთხვევაში კი მესამე ადგილისათვის პაექრობა და ისევ იგივე დონეზე თამაში მოუწევდა.
ჩეხებთან დაპირისპირებაში, ისევე როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი როლი თორნიკე შენგელიამ შეასრულა. ნაკრების ლიდერმა ამ ტურნირზე თავისი საუკეთესოობა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თამაშის დასრულებამდე 1:37 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 3 ქულას აგებდა. ამ დროს შენგელიამ ერთმანეთის მიყოლებით 7 ქულა ჩააგდო. მოწინააღმდეგეზე საჭირო დროს დაჯარიმდა და საბოლოოდ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა 74:72. მის ანგარიშზე კი 33 ქულა და 12 მოხსნა იყო.
ამ გამარჯვებით ქართველებმა უმთავრესი ამოცანა შეასრულეს და დიდი შანსი იყო ფინალისათვის სათანადოდ ვერ მომზადებულიყვნენ. პირველი ადგილისათვის მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე, ერთხელ უკვე დამარცხებული ესტონეთის ნაკრები იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დალაგებულად ითამაშეს, მობილიზებაც მოახერხეს და ეს საბოლოო შედეგზეც აისახა - 79:70.
კალათბურთი, ევროპის B დივიზიონი, ნახევარფინალი
საქართველო - ჩეხეთი 74:72 (23:18, 14:20, 19:17, 18:17)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (39 წთ. 33 ქ. 12 მ. 4 პ. 1 ჩ. 1 დაფ. 3 ფ. 5 დაკ.), დვალიშვილი (38 წთ. 14 ქ. 7 მ. 1 ჩ. 3 ფ. 3 დაკ.), ბაქრაძე (33 წთ. 9 ქ. 2 მ. 2 პ. 4 ფ. 2 დაკ.), ჩიკვილაძე (22 წთ. 7 ქ. 3 მ. 2 ჩ. 2 ფ. 1 დაკ.), სანაძე (28 წთ. 6 ქ. 3 მ. 2 პ. 1 ჩ. 1 დაფ. 3 ფ. 2 დაკ.), თენიეშვილი (23 წთ. 3 ქ. 1 მ. 1 ფ.), ბოქოლიშვილი (12 წთ. 2 ქ. 1 ჩ.), ლეჟავა (3 წთ. 2 ჩ. 2 ფ.), რევაზიშვილი (3 წთ. 1 მ. 1 ფ.)
კალათბურთი, ევროპის B დივიზიონი, ფინალი
საქართველო - ესტონეთი 79:70 (20:17, 20:22, 23:16, 16:15)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (34 წთ. 26 ქ. 10 მ. 4 პ. 2 ჩ. 4 დაფ. 5 ფ. 4 დაკ.), დვალიშვილი (33 წთ. 20 ქ. 10 მ. 1 პ. 3 ჩ. 1 დაფ. 2 ფ. 1 დაკ.), სანაძე (27 წთ. 16 ქ. 5 მ. 1 ჩ. 1 დაფ. 4 ფ.), ჩიკვილაძე (13 წთ. 7 ქ. 4 მ. 1 პ. 2 ფ. 1 დაკ.), ბაქრაძე (38 წთ. 5 ქ. 3 მ. 3 პ. 1 ჩ. 1 ფ. 7 დაკ.), თენიეშვილი (24 წთ. 4 ქ. 7 მ. 2 პ. 3 ფ. 1 დაკ.), ბოქოლიშვილი (22 წთ. 1 ქ. 1 მ. 1 ჩ.), თავართქილაძე (10 წთ.), რევაზიშვილი (3 წთ.), ლეჟავა (2 წთ. 1 დაკ.)