საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად დავით უსტიაშვილის გუნდის მსხვერპლად დანიის ნაკრები მოგვევლინა - 84:66. ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონის მეორე ჯგუფურ რაუნდში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ჩეხეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელებმა თავის მხრივ ბელგიასთან წააგეს შეხვედრა და მეორე ადგილი დაიკავეს საკუთარ ქვეჯგუფში. თუკი საქართველოს ნაკრები ამ ერთ თამაშსაც მოიგებს, ავტომატურად გაინაღდებს A დივიზიონის საგზურს. რალურად დანიასთან გამარჯვებით კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და ახლა ამ ერთ, ჩეხებთან შეხვედრაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
დანიასთან შეხვედრაში, წინა თამაშების მსგავსად, ყველაზე მეტი ქულა ისევ თორნიკე შენგელიას ჰქონდა - 28. ამის მიუხედავად ფიბა-ევროპის საიტმა საუკეთესოდ ჩვენი ნაკრებიდან აკაკი დვალიშვილი დაასახელა. ახალგაზრდა ცენტრმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. ამასთან, თამაშიდან ძალიან აკურატულად ისროლა და 13 ტყორცნიდან 10 მეტოქის კალათში მოათავსა. ამით მან დიდწილად განაპირობა საქართველოს ნაკრების გამარჯვება. 10-ქულიან ზღვარს ტრადიციულად ბექა ჩიკვილაძემ და დუდა სანაძემაც გადააბიჯეს. ამათ მაჩვენებელთან ერთად გამოსარჩევია გამთამაშებლის, გივი ბაქრაძის შედეგიანი გადაცემები. მან თანაგუნდელები 7 ზუსტი გადაცემით მოამარაგა.
საქართველო - დანია 84:66 (31:16, 18:19, 16:16, 19:15)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (34 წთ. 28 ქ. 5 მ. 2 პ. 4 ჩ. 2 დაფ. 1 ფ. 5 დაკ.), დვალიშვილი (32 წთ. 21 ქ. 6 მ. 2 დაფ. 4 ფ. 3 დაკ.), სანაძე (21 წთ. 14 ქ. 2 მ. 1 დაკ.), ჩიკვილაძე (20 წთ. 11 ქ. 2 პ. 1 ჩ. 1 ფ.), ბაქრაძე (35 წთ. 6 ქ. 3 მ. 7 პ. 3 ჩ. 2 ფ. 1 დაკ.), ბოქოლიშვილი (19 წთ. 2 ქ. 2 პ. 1 ჩ. 1 ფ.), ლეჟავა (5 წთ. 2 ქ. 1 ჩ.), თენიეშვილი (17 წთ. 2 მ. 1 პ. 2 ფ.), თავართქილაძე (11 წთ.), რევაზიშვილი (4 წთ. 2 ფ. 1 დაკ.), ბექაური (2 წთ.)