მერდოკი აშშ-ში დაბრუნდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/med_face.png##fbimage#
ამერიკელი მედია მაგნატი, რუპერტ მერდოკი ბრიტანეთის პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მერდოკმა ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე უკანონო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საუბრისას, მერდოკმა მომხდარზე პირადი პასუხისმგებლობა არ აიღო. ტაბლოიდი News of the World-ი, რომელიც უკანონო სატელეფონო მოსმენების გამო დაიხურა, სწორედ მერდოკის News Corp-ს ეკუთვნოდა.

კომენტარები