საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგ შეხვედრაში გაიმარჯვა. ევროპის B დივიზიონის მეორე ჯგუფურ რაუნდში დავით უსტიაშვილის შეგირდები ბულგარელებს დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდა ქართველებმა ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს - 88:75.
წინა თამაშებისაგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრებს გუნდური კალათბურთიც კარგად გამოუვიდა. გუნდის ლიდერად და საუკეთესო მოთამაშედ ისევ კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოგვევლინა, მაგრამ მას სხვებიც კარგად აჰყვნენ და ათქულიანი ბარიერი მის გარდა კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა.
თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 35 წუთში 30 ქულა, 21 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება იყო. სამწამიან ზონაში სწორედ მისმა აგრესიულმა თამაშმა განაპირობა მოხსნებში ის უპირატესობა, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა საქართველოს სასარგებლოდ - 49:29.
ჩვენთან და ბულგარეთთან ერთად ჯგუფში დანიისა და ესტონეთის ნაკრებებიც თამაშობენ. ამ უკანასკნელებთან წინა ჯგუფური რაუნდიდან, პირდაპირ გადმოგვყვა მოგება. ახლა ამას ბულგარელებთან გამარჯვებაც დაემატა და საქართველოს ნაკრები 4 ქულით ქვეჯგუფის ლიდერად მოგვევლინა. დღეს შენგელია და მისი გუნდელები დანიას დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში პირველი ადგილით გავლენ.
საქართველო - ბულგარეთი 88:75 (23:16, 24:23, 19:15, 22:21)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (35 წთ. 30 ქ. 21 მ. 3 პ. 1 დაფ. 2 ფ. 5 დაკ.), სანაძე (28 წთ. 19 ქ. 4 მ. 2 ჩ. 2 ფ. 3 დაკ.), ჩიკვილაძე (22 წთ. 13 ქ. 1 მ. 2 პ. 1 ჩ. 2 ფ.), დვალიშვილი (30 წთ. 10 ქ. 9 მ. 1 პ. 1 დაფ. 3 ფ. 2 დაკ.), ბაქრაძე (28 წთ. 6 ქ. 1 მ. 4 პ. 2 დაკ.), თენიეშვილი (20 წთ. 4 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ. 4 ფ. 1 დაკ.), ბოქოლიშვილი (24 წთ. 4 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ. 2 ფ. 1 დაკ.), ლეჟავა (12 წთ. 2 ქ. 4 მ. 1 ფ. 2 დაკ.) ბექაური (1 წთ.)